Skip to main content

To: to the international institutions

Georgian independent artists and cultural workers’ letter

On 3 March 2022 , Georgia submitted a formal application to join the EU on March 3d, 2022. For Georgia, just like Ukraine – with a fifth of its territory occupied by Russia – EU membership is essential in order to be part of a free and democratic world.

Instead, on June 24th European Commission recommends that Georgia be given the perspective to become a member of the European Union, however, It should be granted candidate status once several priorities, listed in 12 point document, have been addressed. These to be achieved in close collaboration between the ruling party, opposition and civic sector. Yet, this is hard to implement under the ruling party, which plays a crucial role in polarization and supports pro-Russian groups within the country.

At this critical juncture for the country, when the process of democratization and in particular the right to free speech is imperiled, it is incumbent upon ordinary citizens, especially those in the world of culture, to take on more responsibility.

In this respect, we would like to draw your attention to the problems facing the country’s Euro integration.

Recent events in the cultural field in Georgia clearly show that the government is seeking total control over it. At the helm of this process is the Minister of Culture, Sports, and Youth, Ms Tea Tsulukiani (a former justice minister, a member of the Georgia Dream ruling party political board, and a vice-premier of the country). The cultural politics pursued by her over the last year, undemocratic management principles, persecution of critical opinions, and absolute intolerance are in complete contradiction with the obligations assumed by Georgia under the Association Agreement with the European Union.

So-called "reforms" conducted by the Ministry of Culture unfortunately, contradict all the agreements and documents to which the Government of Georgia and the Ministry of Culture have committed themselves, as part of the "Culture Strategy 2025" approved by the Parliament of Georgia, as well as within the framework of the Association Agreement with the European Union.

Accordingly, we, Georgian artists, representatives of cultural organizations, and independent experts, appeal to our colleagues in international organizations to express your support within the scope of your competence to strengthen free creative processes in our country.
----
2022 წლის 3 მარტს საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებაზე განაცხადი ოფიციალურად წარადგინა. ჩვენი ქვეყნისთვის, რომლის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ, ისევე, როგორც დღეს ომში მყოფი მეგობარი ქვეყნის - უკრაინისთვის, ევროკავშირში გაწევრიანება, და, ამგვარად, თავისუფალი და დემოკრატიული სამყაროსთან ერთიანობა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

24 ივნისს ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებით საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის სანაცვლოდ, 12 პუნქტიანი გეგმის შესრულების პირობა მიიღო. ხელისუფლებამ, ქართულმა საზოგადოებამ და პოლიტიკურმა პარტიებმა ერთად უნდა შეუწყონ ხელი დეპოლარიზაციის პროცესს. ამის მიღწევა ძალზედ რთულია მმართველი პარტიის პირობებში, რომელიც აკეთებს ყველაფერს რათა გააღვივოს პოლარიზება და ხელი შეუწყოს პრორუსულ ჯგუფებს ქვეყანაში.

ქვეყნისთვის ასეთ მნიშვნელოვან პერიოდში, განსაკუთრებით იზრდება თითოეული სფეროს, მათ შორის, კულტურის სფეროს წარმომადგენლების პასუხისმგებლობა პროცესების დემოკრატიზაციის, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების დაცვის საქმეში. ვალდებულად ვთვლით თავს, თქვენი ყურადღება მივმართოთ პრობლემისადმი, რომელიც ქვეყნის ევროინტეგრაციისათვის უკიდურესად მნიშვნელოვანია.

კულტურის სფეროში, უკანასკნელ პერიოდში, განვითარებულმა მოვლენებმა ცხადჰყო, რომ ხელისუფლების მხრიდან განზრახულია სახელოვნებო სფეროზე სრული კონტროლის დამყარება. ამ პროცესის სათავეში დგას კულტურის, სპორტის და ახლგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი (ყოფილი იუსტიციის მინისტრი, მმართველი პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი და ვიცე პრემიერი). ბოლო ერთი წლის განმავლობაში მის მიერ გატარებული კულტურის პოლიტიკა, მართვის არადემოკრატიული მოდელით, სფეროდან დევნის კრიტიკულ და განსხვავებულ აზრს და აბსოლუტური არატოლერანტულობით, სრულ წინააღმდეგობაში მოდის ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებებთან.

კულტურის სამინისტროს მიერ წარმოებული ე.წ. „რეფორმები“, სამწუხაროდ, წინააღმდეგობაში მოდის ყველა იმ შეთანხმებასა და დოკუმენტთან, რომელზეც ვალდებულება აღებული აქვს საქართველოს მთავრობას და უშუალოდ კულტურის სამინისტროს, როგორც საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებული „კულტურის სტრატეგია 2025“-ის, ასევე ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში.

შესაბამისად, ჩვენ, ქართველი ხელოვანები და კულტურული ორგანიზაციების წარმომადგენლები, დამოუკიდებელი ექსპერტები მოგმართავთ თხოვნით კოლეგებს საერთაშორისო ორგანიზაციებს, თქვენი კომპეტენციის ფარგლებში გამოხატოთ თქვენი მხარდაჭერა ჩვენს ქვეყანაში თავისუფალი შემოქმედებითი პროცესების გასაძლიერებლად

Why is this important?

Many open public letters were addressed to the Ministry of Culture and the Prime Minister of Georgia and distributed by Georgian artists appealing for dialogue with the Ministry of Culture. A special request and public petition were sent to the Chair of the Culture Committee of the Parliament, Eliso Bolkvadze, who, as the controlling authority, is obliged to monitor the activities of the Ministry of Culture.

However, all requests have been ignored both by administrative and legislative bodies.

We urge you to provide your recommendations to the Georgian government and parliament, possibly in a framework document re-establishing international norms and good governance, in order to start an open dialogue that can eliminate the problems in the field and fulfill all the obligations so important for Georgia to join the family of European democracies.

Sharing your experience and supporting Georgian culture will strengthen us and allow for positive outcomes.

----
ქართველი ხელოვანების მიერ კულტურის სამინისტროსთან დიალოგის თხოვნით გავრცელდა არაერთი საჯარო ღია წერილი კულტურის სამინისტროს და საქართველოს პრემიერ მინისტრის სახელზე. განსაკუთრებული თხოვნა და საჯარო მიმართვები გავრცელდა პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის ელისო ბოლქვაძის მიმართ, რომელიც თანამდებობრივად ვალდებულია მონიტორინგი აწარმოოს კულტურის სამინისტროს საქმიანობაზე.
სამწუხაროდ, ყველა მიმართვა ადმინისტრაციული და აღმასრულებელი ინსტიტუციების მიერ იყო უგულებელყოფილი.

გთხოვთ გვიშუამდგომლოთ თქვენი რეკომენდაციებით საქართველოს ხელისუფლებასთან, პარლამენტთან, რათა შემუშავდეს სავალდებულო სამოქმედო, ჩარჩო-დოკუმენტი და დაიწყოს ღია დიალოგი სფეროში არსებული პრობლემების აღმოსაფხვრელად და ყველა იმ ვალდებულების პირნათლად შესასრულებლად რაც საქართველოს ევროპული ქვეყნების ოჯახში გაწევრებისთვის ესოდენ მნიშვნელოვანია. დიახ, სწორედ დღეს თქვენი გამოცდილების გაზიარება და ქართული კულტურის მხარადჭერა ჩვენ უფრო მეტად გაგვაძლიერებს და პროცესების პოზიტიური და წარმატებული განვითარების შესაძლებლობას მოგვცემს.

How it will be delivered

email

Updates

2022-07-22 12:11:57 +0100

100 signatures reached

2022-07-21 18:30:07 +0100

50 signatures reached

2022-07-21 03:42:36 +0100

25 signatures reached

2022-07-20 15:32:31 +0100

10 signatures reached